მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტას ფასი Bitcoin 45 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.12%-ით შემცირდა, თუმცა და ბოლო 7 დღის განმავლობაში 5.97%-ით გაიზარდა.
შედეგად Bitcoin-ის კაპიტალიზაცია $881 მილიარდამდე გაზრდილი.
Ethereum-ის ფასი, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მე-2 ადგილზეა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1%-ით დაეცა, გასული კვირის განმავლობაში კი 5,92%-ით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 2361 დოლარი შეადგინა.
Solana-ს ღირებულება, რომელიც ალტკოინის ტოპ ათეულში მოხვდა, გასული დღის განმავლობაში 5,84%-ით და გასული კვირის განმავლობაში 3,5%-ით დაეცა.
კრიპტოვალუტის ბაზრის ჯამური ღირებულება 1,74 ტრილიონი დოლარია.
უახლესი