სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო „ბიოდიზელი ჯორჯია" ლილოში ახალ პროექტ Green Hub-ს ახორციელებს.
„ჩვენ ვაშენებთ Green Hub-ს, ეს არის მწვანე ჰაბი, სადაც არამხოლოდ ბიოდიზელის ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავს მოიყრის ყველა ის გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება“, ამბობს მურმან პატარაია და დასძენს, რომ კომპანიამ ვაზიანის ტერიტორიაზე ლილოს მიმდებარედ 1 ჰა მიწა კერძო პირებისგან უკვე იყიდა, სადაც 3-4 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
მისივე თქმით, Green Hub-ი ღია იქნება სხვა „მწავანე“ ბიზნესებისთვისაც.
„ჩვენი კარი ღია იქნება მწვანე გადამუშავებისთვის“, - აცხადებს მურმან პატარაია.
2023 წელს კომპანია1,5 მლნ ლიტრი პროდუქციის (ბიოდიზელი) წარმოებას აპირებს, რაც 2022 წელს წარმოებულზე თითქმის 50%-ით მეტია.
"ბიოდიზელი ჯორჯია", რომელიც ბიოდიზელს მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთებისგან აწარმოებს, საჭირო ნედლეულს ძირითადად ჰორეკა სექტორიდან იბარებს.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება