ქვემო ქართლში, ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰოლდინგი Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯია ბიოგაზის წარმოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჰოლდინგის დამფუძნებელს მურმან პატარაიამ აღნიშნული პროექტიც Green Hub-ის ტერიტორიაზე განხორციელდება.
„ბიოგაზთან დაკავშირებით მიმდინარეობს დოკუმენტბრუნვა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან მძიმე ინდუსტრიული პროექტი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელს მსოფლიოში. ბიოგაზის ნაწილში ჩვენ კონსორციუმით ვმუშაობთ. ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორები არიან ჩართულები ამ ნაწილში. საუბარი მაქვს ჩვენს შვეიცარიულ პარტნიორ კომპანია „კლიკზე“, რომელთან ერთადაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა იმისათვის, რომ საქართველოში გადამამუშავებელი დაფუძნდეს. ჩვენ საბოლოო ჯამში ვაპირებთ, რომ ბიოგაზის წარმოება მოხდეს კვების და ორგანული ნარჩენებით და ასევე ნაკელი რაც ფერმერულ მეურნეობაში რჩება შევაგროვოთ და იქიდან ელექტროენერგია ვაგენერიროთ.
აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ნედლეულზე უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რათა ჰარმონიზდეს საკანონმდებლო ბაზა და დალაგდეს აღსრულების მექანიზმები. პარალელურად მიმდინარეობს დოკუმენტბრუნვა და ეს პროცესი, რომ დასრულდება ამის შემდეგ ვგეგმავთ გადავიდეთ კონკრეტული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შეთანხმებაზე და შემდეგ პროცედურებზე. ეს პროექტი 2026-2027 წლების განმავლობაში გენერირება“, - აცხადებს მურმან პატარაია.
როგორც ცნობილია სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო Biodiesel Georgia ქვემო ქართლში ახალ პროექტ Green Hub-ს ახორციელებს, სადაც არამხოლოდ ბიოდიზელის ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავს მოიყრის ყველა ის გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება.
Biodiesel Georgia-მ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება გამოყენებული მეორეული საკვები ზეთისგან.
გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში ეხმარება.
ბიოსაწვავის წარმოების მწვანე პროექტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას და შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჰოლდინგი Biodiesel Georgia დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი „Meliora 2022“ -საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში - კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.
პირველი წარმატებული „მწვანე“ პროექტის შემდეგ, ჰოლდინგმა Biodiesel Georgia დაიწყო მსგავსი ინიციატივების განხორციელება როგორიცაა გამოყენებული მინერალური ზეთების შეგროვება და გადამუშავება. ჩვენ ვაგროვებთ აღნიშნულ ნარჩენს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ადგილზე ვამუშავებთ, მათ შორის ვაექსპორტებთ პარტნიორ კომპანიებთან ევროკავშირის ბაზარზე, ბაზელის კონვენციის სრული რეგულაციების დაცვით.
ჰოლდინგი მუდმივად ვითარდება, შესაბამისად დავიწყეთ მუშაობა კიდევ ერთ „მწვანე“ პროექტზე – ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოებაზე საქართველოში, რომელიც მიიღება სხვადასხვა ნარჩენებისაგან როგორებიცაა: კვების ნარჩენები ჰორეკა ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ. ბიოგაზისაგან მიღებული ელექტროენერგია მოხმარდება სხვადასხვა საბოლოო ბენეფიციარებს.
Biodiesel Georgia მოწინავე პოზიციებზეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, არასახიფათო თუ სახიფათო ნარჩენების მართვაში, ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებაში, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე სწრაფად ვითარდება ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბები და ტენდენციები შესაბამისად, უკვე დავიწყეთ ახალი, უფრო დიდი, თანამედროვე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა ახალ ლოკაციაზე.
ჰოლდინგი Biodiesel Georgia არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო კომპანიამ მოუტანოს სარგებელი როგორც ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, განავრცოს განახლებადი ენერგიის მიწოდების წყაროები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა და ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას“, - აღნიშნულია Biodiesel Georgia-ს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია