ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, სადაც მეორე კვარტლის მაჩვენებლებით 1მ2-ის ფასი 5167 ლარია, მეორე ადგილზეა ვაკე 1მ2-ზე 4404 ლარით, ხოლო მესამეზე კრწანისი - 3417 ლარით.
უფრო კონკრეტულად თბილისში უბნების მიედვით ბინების 1მ2-ის ფასი ასე გამოიყურება:
(შენიშვნა: აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს (offer price). მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (web scraping) და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.)
2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი).
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.
უახლესი
10 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს10 საათის წინ
როგორია საქართველოში illy Caffè-ს გაფართოების გეგმები18 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე20 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა20 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს