ბაზისბანკი განაგრძობს კორპორატიული და ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლების მხარდაჭერას და, ამჯერად, Visa-სთან კოლაბორაციით, საერთაშორისო გადარიცხვების სწრაფ და ინოვაციურ Visa B2B Connect პლატფორმას სთავაზობს.
Visa B2B Connect შემუშავებულია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ბაზისბანკის ბიზნეს და კორპორატიულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ საერთაშორისო გადარიცხვები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, შემდეგ ვალუტებში: USD, EUR, GBP, CHF.
Visa B2B Connect-ის მეშვეობით საერთაშორისო გადარიცხვები ხორციელდება საბანკო ანგარიშებს შორის. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ და მეწარმე ფიზიკურ პირებს.
"ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ქვეყანაში, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ინოვაციური და ალტერნატიული პროექტების დანერგვას ბანკის ბიზნეს მიმართულების გასაძლიერებლად. ამჯერად, Visa-სთან პარტნიორობით, B2B Connect პლატფორმა დავნერგეთ, რომელიც დაფუძნებულია Visa-ს რეპუტაციასა და გამოცდილებაზე. მისი საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს ბიზნეს სეგმენტის კლიენტებისთვის განვახორციელოთ საერთაშორისო გადარიცხვები უსაფრთხო, გამჭირვალე და ინოვაციური გზით.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
„მოხარული ვარ, რომ Visa-ს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ციფრული გადარიცხვების განვითარების გზაზე, ბაზისბანკი შემოუერთდა. ბაზისბანკი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მეამაყება, რომ Visa B2B Connect ბიზნეს მომხმარებლებისთვის დანერგა. მჯერა, რომ ეს პლატფორმა გაზრდის უსაფრთხო და სწრაფ საერთაშორისო გადარიცხვებს და ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას. Visa B2B Connect არის უსაფრთხო და გამჭვირვალე პლატფორმა, რომელიც უპრეცედენტოდ ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო B2B გადახდებს, რაც ქართულ ბიზნესებს უცხოური ბაზრების უკეთ ათვისებაში დაეხმარება და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.“ - Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე.
ასევე, Visa და ბაზისბანკს შორის ურთიერთპარტნიორობაზე კომეტარი გააკეთა Visa B2B Connect-ის CEMEA-ს ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა: „მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან თანამშრომლობით ვაფართოებთ Visa B2B Connect-ის ქსელს საქართველოში და მხარს ვუჭერთ ბაზისბანკის ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლებს. ბაზისბანკის გაწევრიანება Visa B2B Connect სისტემაში არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის საერთაშორისო გადარიცხვების ეკოსისტემის განვითარების გზაზე. აღნიშნული თანამშრომლობა მხარს უჭერს ციფრულ ტრანსფორმაციას და ზრდის ეფექტურობას ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ კორპორატიულ კლიენტებს შორის.“
უახლესი