დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე არსებულ პროექტებს შორის რა გამოარჩევს VR Krtsanisi Resort Residence-ის ინფრასტრუქტურას

ბაზარზე არსებულ პროექტებს შორის რა გამოარჩევს VR Krtsanisi Resort Residence-ის ინფრასტრუქტურას

14-03-2025 16:30:00

VR Holding-ი თანამედროვე უბნის, VR Krtsanisi Resort Residence-ს განვითარებას აგრძელებს. VR Krtsanisi Resort Residence ეს არის პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე საცხოვრებელი უბანი გრიგოლ ვოლსკის ქუჩაზე. VR Krtsanisi Resort Residence – პირველი რეზორტული ტიპის დასახლებაა დიპლომატიურ უბანში.  სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.

როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფაშალიშვილმა განაცხადა, 20 ჰა ტერიტორიიდან 8,5 ჰა უკვე სრულად ათვისებულია. 

„VR Krtsanisi Resort Residence ძალიან ახლოს არის ქალაქის გულთან, ძველ თბილისთან, იმიტომ, რომ ტურისტულად ყველაზე დატვირთული ადგილია. დაახლოებით 4 კმ-ა ჩვენი ტერიტორიიდან. აქაც მასშტაბში საკმაოდ დიდი მოცემულობა გაქვს. 20 ჰა-თი ვართ წარმოდგენილები, საიდანაც 8,5 ჰა უკვე სრულად ათვისებულია, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ინფრასტრუქტურაც დამთავრებულია. რამდენიმე წლის წინ რასაც ვეუბნებოდით ჩვენს მომხმარებელს, ახლა ეს რეალობაშიც შეუძლიათ დაინახონ. რა არის განსაკუთრებული? ჯერ ერთი ის, რომ დიპლომატიურ უბანში მდებარეობს. უსაფრთხო გარემოა და სუფთა ჰაერია. ზღვის დონიდან 555 მეტრია. ქალაქზე პანორამული ხედებია. ირგვლივ არის ბრიტანეთის, საფრანგეთის, იაპონიის საელჩოები. რა არის მისი განსაკუთრებულობა?!. პირველ რიგში  VR Krtsanisi Resort Residence ყველა რეზორტული კონცეფციის კრიტერიუმს და ღირებულებას აკმაყოფილებს. განაშენიანება აქაც დაბალია. 6 და 7 სართულიანი შენობებია. აქაც პირველ სართულზე ეზოებით ვართ წარმოდგენილები. ყველა ის ატრიბუტი, რაც შეიძლება ადამიანს დასვენებისთვის სჭირდებოდეს აქ არის. გვაქვს რამდენიმე ტიპის აუზი: 25 მეტრიანი, 45 მეტრიანი - ღია და დახურული. გაქვს სხვადასხვა ტიპის საუნა, როგორც ფინური, ასევე თურქული. ასევე უკვე წარმოდგენილია რამდენიმე ფიტნესი. არის ამფითეატრი, სადაც მაცხოვრებლებს თავის მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად შეუძლია უყუროს მაგალითად მსოფლიო ჩემპიონატს, უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს და სხვა“, - განმარტავს VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბექა ფაშალიშვილის თქმით, კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მაღალი სართულებიც აგვეთვისებინა, მაგრამ კონცეფცია აღარ იქნებოდა იმდენად მიმზიდველი, როგორც ახლაა.

„დისტანცია შენობებს შორის 50 მ-ია. დიდი დაშორებაა და სივრცეა. ყველა შენობას აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი. ასევე მიწისზედა ავტოსადგომები, რომელიც არ იყიდება და სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. გვაქვს სხვადასხვა ტიპის პროდუქტი. ქალაქში პროექტი არ არის, რომელსაც ეს შეიძლება ჰქონდეს - გვაქვს მინი იპოდრომი, საკუთარი ცხენებით. ანუ იმ ადამიანს ვისაც უნდა ცხოველთან კომუნიკაცია და ცხენზე ჯირითის სწავლა, ან თუნდაც ფოტოების გადაღება, ამის საშუალებაც გაგვაჩნია. 

პროდუქტზე გეტყვით. ყველა სახის პროდუქტი შეიძლება იყოს ვილები, თაუნჰაუსები, ეზოიანი ბინები, პენტჰაუსები საკუთარი აუზით, ქალაქზე პანორამული ხედებით. ისეთ დეტალებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ ის მცენარეები, რომელიც ამ ტერიტორიაზე დავრგეთ არც ერთი არ არის ალერგიული ყვავილობისას. ანუ ასეთ დეტალებამდე ჩავედით ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. და ყველა ის ლიფტი, რომელიც გამოყენებულია პროექტში არის პანორამული“, - აღნიშნა VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

VR Krtsanisi Resort Residence  გაშენებული იქნება 20 ჰექტარ მიწის ფართობზე თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისში. VR Krtsanisi Resort Residence  თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.

პროექტის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოს, მინი გოლფის მოედნებს, ჩოგბურთის მოედნებს, პადელის ჩოგბურთის მოედანს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო სივრცესა და კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები