ბათუმში უძრავი ქონების და ტურიზმის რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სახელწოდებით ,,შენება მდგრადი მომავლისთვის“, მონაწილეები აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე რეგიონის უძრავი ქონების ბაზარს გაეცნენ.
ბიზნეს ფორუმზე პანელური დისკუსიების ფორმატში სხვადასხვა თემებზე იმსჯელეს: უძრავი ქონების ტენდენციები და შესაძლებლობები, მდგრადი ტურიზმის განვითარება, განათლება - განათლების ქალაქი, არქიტექტურა და ა.შ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ფორუმის მონაწილეებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.
სტუმრებს ასევე საინვესტიციო ვიდეოს ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. ფორუმის ფარგლებში B2B შეხვედრები გაიმართა.
FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით და Property Georgia-ს თანაორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ოფიციალური პირები, ბიზნეს წრეების, ასევე უძრავი ქონების სფეროს ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 100 წარმომადგენელი დაესწრო.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა