,ქართული ღვინის გილდიის" ინფორმაციით, ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე აგვისტოში რიგით მესამე შავი ზღვის ღვინის ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც დიდ წარმადობის მქონე ღვინის კომპანიებს, ის მცირე და საშუალო წარმადობის მარნებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფესტივალის მიზანია ხარისხზე ორიენტირებულ მეწარმეთა მხარდაჭერა.
„ფესტივალზე დაიშვება მხოლოდ ის ღვინოები და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც არ ახასიათებთ ზადი. წარსადგენი ღვინოების შერჩევას განახორციელებს „ქართული ღვინის გილდიის“ სადეგუსტაციო კომისია. ღვინო, რომელიც შეფასდება არანაკლებ 80 ქულით, შეუძლია მიიღოს ფესტივალზე მონაწილეობა. თითოეულ მონაწილე ღვინის ნიმუშს გადაეცემა ქულასთან შესაბამისი სიგელი და ბოთლზე დასაკრავი 100 ც. სტიკერი.
ფესტივალი აჭარაში მყოფ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს გაეცნონ და დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაყენებული ხარისხოვანი ღვინოები, პირდაპირ მწარმოებლებისგან და ყოველგვარი ფასნამატის გარეშე შეიძინონ მათთვის სასურველი სასმელი", - აცხადებენ „ქართული ღვინის გილდიაში".
კომპანიის მიერ Bსusienss Insider Georgia-თვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ღვინის მასტერკლასი პროფესიონალი დეგუსტატორის მიერ, მუსიკალური ნომრები და სხვადასხვა აქტივობები. მასტერკლასზე მოწვეულნი იქნებიან ღვინის მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების წარმომადგენელნი. მასტერკლასზე წარდგენილი იქნება “ქართული ღვინის გილდიის” სადეგუსტაციო კომისიის მიერ არანაკლებ - 87 - ქულით შეფასებული ღვინოები.
ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის ცენტრი, ,,ქართული ღვინის გილდია" და ტურიზმის ადმინისტრაცია. ღონისძიება 11-12-13 აგვისტოს ჩატარდება.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება