აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო ტრენინგ პროგრამას ტურიზმის დარგში დასაქმებული პირებისთვის მარტის ბოლოდან დაიწყებს. ტრენინგები განკუთვნილი იქნება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, მიმტანებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა ასევე მოიცავს სპიკერების საჯარო ლექციებსა და სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსს. საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ტრენინგების განრიგი დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე serviceajara.ge განთავსდება და მასზე რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი.
მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას, გასულ წელს, კი პირველ გასტრო ფორუმს „გასტრო ბათუმი“. წელს, პირველად ასევე იგეგმება Coffee fusion –ის ბათუმში ჩატარება.
უახლესი
17 საათის წინ
2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა - მიზეზები