ბათუმის მერიის ინფორმაციით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, მუნიციპალურ ინსპექციას უფლება მიეცა რეაგირება მოახდინოს გარევაჭრობაზე, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო, მისაბმელი ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების გამოყენებით.
ამ შემთხვევაში გარემოვაჭრე დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. ცვლილებების მიხედვით, უნებართვო გარევაჭრობის კონტროლს, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად, შესაბამის ტერიტორიებზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის ბულვარი განახორციელებენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა