დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - მერია

ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - მერია

31-08-2023 15:34:34

ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია გრძელდება ფრიდონ ხალვაშის ჩიხის #15-ში.

გოგებაშვილის ქ. #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოში დაზიანებული საბავშვო ატრაქციონების შეკეთება-აღდგენა დილიდან მიმდინარეობს. სამუშაოები ასევე განხორციელდა თაბუკაშვილის ქ. #18-ში, ჯავახიშვილის ქ. #78-სა და კობალაძის ქ. #6-ში.

ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა შესრულდა მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩებზე. ინასარიძის ქ. #19-ში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია. გრძელდება შადრევნების დასუფთავება. ფრიდონ ხალვაშის მეშვიდე შესახვევში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეცხვა. სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება გორგასლის, ბარათაშვილის, დემეტრე თავდადებულისა და ლერმონტოვის ქუჩებზე. ქუჩების მორწყვა-მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტროტუარების, გზაგამყოფების, ეზოებისა და სკვერების მოწესრიგება გრძელდება. გაცელვითი სამუშაოები მაიაკოვსკის, სულაბერიძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ხორციელდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები