ბათუმი უძრავი ქონების სფეროში წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას უმასპინძლებს.
12 ივლისს, 11:00 საათზე ბათუმში, სასტუმროში „Courtyard by Marriott Batumi“ FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი “Batumi Real Estate 2023” გაიხსნება.
FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდება.
ფორუმში მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები და უძრავი ქონების საერთაშორისო ოსკარების მფლობელი კომპანიები მიიღებენ. უძრავი ქონების სფეროში წლის მასშტაბურ ღონისძიებას წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები დაესწრებიან.
ფორუმზე აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე პანელური დისკუსიის ფორმატში, ექსპერტები ისაუბრებენ. ღონისძიების ფარგლებში B2B შხვედრები გაიმართება. ფლორიდაში, ქ.მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ის (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია) 73-ე მსოფლიო კონგრესს,
საქართველოდან დელეგაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტის და წევრების შემადგენლობით ესწრებოდა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 8 ივნისს, მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი. აღნიშნულმა პროექტებმა საქართველოს სახელით პირველად გაიმარჯვა და უძრავი ქონების სექტროში უმაღლესი ჯილდო-FIABCI World Prix d’Excellence აღიარება მოიპოვა.
ესენი არიან: ,,აჭარაბეთ არენა“ (ბათუმის სტადიონი)- წარმდგენები: კომპანია ,,ანაგი“ და კომპანია ,,სიემსი“, მწვანე ქალაქი ლისზე“-წარმდგენი: კომპანია ,,ლისი დეველოპმენტი“ და ,,მეამა“- წარმდგენი: არქიტექტორი, გიორგი ხმალაძე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოებაზე წელს გამარჯვებულმა პროექტებმა, პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ოქტომბერს, FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე მოიპოვეს გამარჯვება.
შემდეგი, რიგით მეორე ეროვნული დაჯილდოება 2024 წელს გაიმართება. გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო უძრავი ქონების პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია