სადებეტო ბარათების ბაზარი როგორც წლიურ ჭრილში გაიზარდა. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ხოლო ივნისის მონაცემებთან შედარებით კი 2%-ით შემცირდა.
2024 წლის ივლისის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 710 609 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.
სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის ივლისის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 389 652 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით 8%-იან ზრდას აჩვენებს..
ივლისის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 50%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.
2024 წლის ივლისის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 619 999 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით 7%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 20%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
უახლესი
10 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია45 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”