მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან ბანკმა ქართუმ საერთაშორისო ანგარიშსწორების ახალი პლატფორმა Visa B2B Connect-ი დანერგა. ინფორმაციას ბანკი ავრცელებს.
„Visa B2B Connect არის არასაბარათე გადარიცხვის თანამედროვე, ინოვაციური, სწრაფი და უსაფრთხო საშუალება, რომელიც ბანკი ქართუს მომხმარებელ იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს გადარიცხონ უცხოური ვალუტა კონტრაგენტ იურიდიულ პირებთან მსოფლიოს 110 ქვეყანაში მინიმალურ დროში.
Visa B2B Connect-ის თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს, როგორც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვას, ასევე, ტრანზაქციების მიმართულებების პროგნოზირებას. ამ პლატფორმის საშუალებით ბანკის კლიენტებისთვის საერთაშორისო გადარიცხვები ხდება უფრო სწრაფი და ეფექტური.
Visa B2B Connect-ის საშუალებით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია, როგორც ინტერნეტ ბანკით, ასევე, ბანკი ქართუს სერვისცენტრებში ვიზიტისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი