დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბაიას ღვინო“ დანიის ბაზარზე გავიდა

„ბაიას ღვინო“ დანიის ბაზარზე გავიდა

12-09-2024 17:00:00

ჩვენი ღვინის მცირე პარტია დანიის ბაზარზე გადავზიდეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბაია აბულაძემ განაცხადა, რომელიც ღვინის საოჯახო კომპანიას ფლობს და ბაზარზე „ბაიას ღვინოს“ ბრენდით ოპერირებს.

„ევროპის ბაზარზე ვართ ორიენტირებული. ზაფხულში გამოფენებში ვმონაწილეობდით და საინტერესო შედეგებით დავბრუნდით. ღვინის პირველი პარტია დანიის ბაზარზე გადავზიდეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში ექსპორტს გავაფართოებთ“, - განაცხადა ბაია აბულაძემ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს, გერმანიისა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზრები. ასევე რეალიზაციას ვახდენთ აზიის ბაზარზე. სამომავლოდ საინტერესოა უკრაინისა და პოლონეთის ბაზარი. შემოთავაზება გვაქვს მექსიკიდან.

ყველაზე დიდი მოთხოვნაა ქვევრის ღვინოებზე, ასევე ცქრიალა ღვინოზე და ზოგადად ქართული ღვინო კარგად იკიდებს ფეხს მსოფლიო ბაზრებზე“, -ამბობს მეწარმე.

მისივე თქმით, კომპანიას ნაწარმის 70% ექსპორტზე გააქვს და წარმადობა 25  ათასი ბოთლია.

ბაია აბულაძემ საოჯახო მარანში ღვინის დამზადება 2015 წელს 22 წლის ასაკში დაიწყო. კპმპანია ბაზარზე უკვე 9 წელია ოპერირებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები