საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.
კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის წარმომადგენლები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკის სექტორებს მიმოიხილავენ.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ორი პანელური დისკუსია მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები და სექტორული მიმოხილვა, სადაც საუბარი შეეხება ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ტურიზმს, საცხოვრებელ უძრავ ქონებას, ასევე FMCG-ის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და განათლებას. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს