რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი აგრძელებს ფრენების რაოდენობის ზრდას ბაშკორტოსტანისრესპუბლიკის დედაქალაქიდან: ავიაკომპანია აპირებს პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას უფას და თბილისს შორის. რუსეთის ფედერაციის ქალაქსა და საქართველოს დედაქალაქს შორის პირველი რეისის განხორციელება 2024 წლის 26 იანვარს იგეგმება.
ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. უფასა და თბილისს შორის მგზავრობის დრო კი 3 საათს შეადგენს.
აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე და პარტნიორ აგენტებთან.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება