შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის 2 ივლისის ბრძანების თანახმად, მანქანის მინების დამუქების რეგულაციები იცვლება.
კერძოდ, ავტომობილებში წინა გვერდითა საქარე მინების 60%-მდე დამუქება გახდა შესაძლებელი. აქამდე ეს მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი.
შს მინისტრის ბრძანების თანახმად, კვლავ უცვლელია წინა და უკანა საქარე მინების დამუქებაზე დაწესებული შეზღუდვები.
კერძოდ, წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია 30%-მდე; უკანა გვერდითა მინების - 75%-მდე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ პოლიციას შეუძლია 100 ლარით დააჯარიმოს მძღოლი, რომელიც დადგენილ სტანდარტზე 10%-ით მეტად დამუქებული მინების მქონე ავტომობილს მართავს.
უახლესი
5 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი - აგვისტოს სტატისტიკა