,,აუგუსტის ხილის ქარხანა“ მაღალი ხარისხის პროდუქტებით და დამზადების ტექნოლოგიით ბაზარზე აშკარად გამოირჩევა. კომპანია ბაზარზე აქტიურად 2020 წლიდან ოპერირებს.
კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს წარმოებისადმი ინოვაციური მიდგომა.
კერძოდ, როგორც ,,აუგუსტის“ დამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე Business Insider Georgia- თან განმარტავს, პროდუქტები მზადდება ინოვაციური, ვაკუუმ მეთოდით, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლოს თვისებების ცოცხლად შენახვას უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი კი აისახება საბოლოო პროდუქტის ფერსა და გემოვნურ თვისებებზე.
აუგუსტის ქარხანაში პროდუქტუ სამი ქართული ბრენდის ქვეშ ბენჟის, იამესა და აუგუსტის ხილის ქარხნის პროდუქტები იწარმოება.
გარდა ამისა, როგორც ქრისტინე მორჩილაძე აღნიშნავს, აუგუსტის ხილის ქარხანა ამზადებს ხილის ჯემებს, წვენებსა და უშაქრო ჯემებს.
ბენჟის ბრენდი - ამზადებს ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა ხილის ბრენდები და ლიქიორები, ხოლო იამე ძირითადად ქართულ პროდუქტზეა ორიენტირებული და ამზადებს როგორც ჯემებს, წვენებს, კომპოტებს, ასევე ტყემლებს, საწებლებს და ბოსტნეულის სხვა კონსერვებს.
ქართულ ბაზარზე ჩვენი ბრენდები წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებში, ასევე ჩვენივე ჰოლდინგში არსებულ აუგუსტის ევროპული საცხობების ქსელში. ექსპორტზე წარმოდგენილი ვართ 5- მდე ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა.
სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო მეტ ქსელურ მარკეტში შესვლა და ადგილობრივ ბაზარზე უფრო მეტად გაფართოება, ასევე ექსპორტის მიმართულებითაც ვაპირებთ, რომ გავზარდოთ საექსპორტო ქვეყნები.
სულ ახლახან მონაწილეობა მივიღეთ რიგის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენაში. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შევაფასოთ ჩვენი პროდუქტების საექსპორტო პოტენციალი, გავეცნოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.
რაც შეეხება გაყიდვების მიმართულებას, გამოცდილებამ აჩვენა, რომ გამოფენებში მონაწილეობისას ქართული პროდუქტით ადგილობრივ დისტრიბუტორებზე მეტად კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნების წარმომადგენლები უფრო ინტერესდებიან ან ქართველები, რომლებსაც უკვე აქვთ იმ კონკრეტულ ბაზარზე ქართული პროდუქტის შეტანის გამოცდილება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
,,აუგუსტის ქილის ქარხანაში“ სტაბილურად 30-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
9 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს