დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ატირაუ - ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ატირაუ - ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

14-03-2025 11:30:00

ატირაუ-თბილისი-ატირაუ - 27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისოაეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს. ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებსკვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

გარდა ამისა, ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს. 

ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. 

 Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს 5 ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი  ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს. 

2024 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 3,9 %-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს  178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

 

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები