გასულ კვირას აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგი 9,6 მილიონი ბარელით - 453,69 მილიონ ბარელამდე შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, აშშ-ში ბენზინის მარაგი 603 ათასი ბარელით გაიზარდა და 222 მილიონი ბარელი შეადგინა.
დისტილატების კომერციული მარაგი 123 000 ბარელით 114,41 მლნ ბარელამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის მარაგების კლებამ ექსპერტების მოლოდინს 6-ჯერ გადააჭარბა. მათი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 1,5 მილიონი ბარელის დონეზე უნდა ყოფილიყო.
უახლესი