აშშ-ს სენატმა 880 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა. ეს ვერსია, წარმომადგენელთა პალატაში შემოთავაზებული ორიგინალისგან განსხვავებულია.
ტელეარხი C-SPAN-ი იუწყება, რომ კანონპროექტს მხარი კონგრესის ზედა პალატის 86-მა წევრმა დაუჭირა, 11 წინააღმდეგი იყო.
წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ვერსიებს შორის განსხვავებულ საკითხებს შორისაა ერთი საკითხი, რომლის თანახმადაც ქალი ჯარისკაცებისთვის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ხარჯზე აბორტები იკრძალება. მანამდე ეს საკითხი აშშ-ს პარლამენტის ქვედა პალატაში წამოიჭრა.
ასევე, დემოკრატიული უმრავლესობის მქონე სენატი დაჟინებით მოითხოვს სამხედრო პერსონალისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებისთვის თანხების გამოყოფის გაგრძელებას.
ეს და სხვა წინააღმდეგობები უნდა გადაწყვიტოს მომრიგებელმა კომისიამ, ვიდრე კანონპროექტი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გაეგზავნება.
თავდაცვის ბიუჯეტში გამოყოფილია 80 მილიონი დოლარი ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის უკრაინისთვის, ასევე 300 მილიონი აშშ დოლარის დახმარება უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში.
უახლესი