აშშ-ს ახალი ელჩი უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში“, - წერია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ ივლისში აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის დანიშვნას მხარი დაუჭირა. რობინ დანიგემა საქართველოში კელი დეგნანი შეცვალა.
საქართველოში ელჩობის კანდიდატად რობინ დანიგენი კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა.
დანიგანს, რომელსაც მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა 2 ივნისს ამოეწურა. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, იგი ავსტრიაში აშშ-ს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა