დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-მ ლუკაშენკოს თვითმფრინავს სანქციები დაუწესა

აშშ-მ ლუკაშენკოს თვითმფრინავს სანქციები დაუწესა

25-03-2023 12:00:58

აშშ-ის ხაზინამ ბელორუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქციების ქვეშ ორი სახელმწიფო საწარმო, ცხრა ფიზიკური პირი, ასევე ალექსანდრე ლუკაშენკოს თვითმფრინავი მოექცა.

როგორც დეპარტამენტის შეტყობინებაშია ნათქვამი, სანქციების ქვეშ მოექცა სამთავრობო Boeing 737-ი კუდის ნომრით EW-001PA.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს „ექსკლუზიური წვდომა აქვს“ ამ ბოინგზე და სხვა „ფუფუნების თვითმფრინავებზე“, რომლებსაც ის პირადი საერთაშორისო მოგზაურობისთვის იყენებს. 

სანქციების სიაშია ორი სახელმწიფო ავტომწარმოებელი - MAZ-ი და BelAZ-ი, ასევე მათი მფლობელები ვალერი ივანკოვიჩი და სერგეი ნიკიფოროვიჩი.

შეზღუდვების ქვეშ მოექცა ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვიდი ახალი წევრიც.

სანქციები გულისხმობს სიაში მყოფი პირების აქტივების დაბლოკვას შეერთებულ შტატებში.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრებმა და სხვა ქვეყნებმა ბელორუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება 2020 წლის აგვისტოში დაიწყეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები უხეშად ჩაახშო.

ცესკომ გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოაცხადა, ოპოზიციამ არ აღიარა შედეგები და განაცხადა, რომ გაიმარჯვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. თავად ლუკაშენკა სანქციების ქვეშ მოექცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები