საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოხერხდა და გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით ევროკავშირი მსჯელობს, როგორ დააახლოოს ქვეყნები, რომლებიც არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და პლატფორმაა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მექანიზმის საშუალებით საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ხელშესახები შედეგები მიიღო, რომლებიც გახდა საწყისი ძალიან საინტერესო განვითარებების. მთავარი გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე საქართველოდან, არის ის, რომ საქართველო მზად არის, მომავალში გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის რანგში თავისი კონტრიბუცია.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე, მრგვალი მაგიდის გარშემო ყველასგან მოდიოდა განწყობა, რომ ევროკავშირი საკმაოდ საინტერესოდ უყურებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს.
8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ევროკავშირის ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა