სექტემბერში არგენტინაში ფასების ზრდამ 12,7% შეადგინა, წლიური თვალსაზრისით ინფლაცია 140%-ს მიუახლოვდა.
აღნიშნული მაჩვენებლები არის რესპუბლიკის სტატისტიკისა და აღწერის ინსტიტუტის მონაცემები.
„სამომხმარებლო ფასების ინდექსის საერთო დონე 2023 წლის სექტემბერში 12.7%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან კი 103.2%-ით, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ზრდამ 138.3%-ით შეადგინა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ირკვევა, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტად აგვისტოში ტანსაცმლის ფასები (15,7%-ით) გაიზარდა. მას მოსდევს დასვენება (+15,1%) და კვება (+14,3%).
არგენტინა რამდენიმე წელია ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნებს შორისაა. აგვისტოში ფასების ყოველთვიურმა ზრდამ 12.4% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 1991 წლიდან. 2022 წლის ბოლოს ამ ქვეყანაში ინფლაცია 94.8% იყო, 2021 წელს - 50.9%, 2020 წლისთვის კი 36.1%.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი