2023 წლის დეკემბერში არგენტინაში ფასების ზრდამ 25,5% შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში ინფლაციამ 210%-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკისა და აღწერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის საერთო დონე 2023 წლის დეკემბერში 25,5%-ით გაიზარდა, 2023 წლის მონაცემებით კი 12 თვეში კუმულატიურმა ზრდამ 211,4% შეადგინა.
მანამდე რადიოსადგურ La Red-თან ინტერვიუში არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მაილიმ, რომელმაც თანამდებობა 10 დეკემბერს დაიკავა, თქვა, რომ თუ დეკემბერში ინფლაცია „დაახლოებით 25%-ს მიაღწევს, ეს იქნება დიდი წარმატება“ მისი მთავრობისთვის.
სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ დეკემბერში სურსათზე ფასები 29.7%-ით გაიზარდა, სამედიცინო მომსახურებაზე - 32.6%-ით, ხოლო ტრანსპორტზე - 31.7%-ით.
ოქტომბერში არგენტინაში ინფლაციამ 8,3% შეადგინა, ნოემბერში – 12,8%. ფასების ზრდა დაჩქარდა მას შემდეგ, რაც მაილე სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს (19 ნოემბერი). მისი მთავრობის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება დოლარის ოფიციალური კურსის 366-დან 800 პესომდე გაზრდა იყო.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა