დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არასაბანკო საფინანსო სექტორი ლიკვიდობისა და კაპიტალის სოლიდურ ბუფერებს ფლობს - სებ

არასაბანკო საფინანსო სექტორი ლიკვიდობისა და კაპიტალის სოლიდურ ბუფერებს ფლობს - სებ

19-10-2023 16:30:27

არასაბანკო საფინანსო სექტორი ლიკვიდობისა და კაპიტალის სოლიდურ ბუფერებს ფლობს. როგორც ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ფორმალურ საბანკო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მაღალ ნიშნულზეა,42 რაც იმის მანიშნებლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოთხოვნა ჩრდილოვან საფინანსო მომსახურებაზე დაბალია.

„ფორმალურ ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვანია არასაბანკო საფინანსო სექტორის როლიც. 2023 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, მოცემული სექტორის აქტივები 2.4 მილიარდი ლარის ფარგლებშია, რაც საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივების 3.6 პროცენტს შეადგენს. არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების აქტივების უდიდესი წილი - 1.9 მილიარდი ლარი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკუთვნის. 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის ხარისხი გაუმჯობესდა და უმოქმედო სესხების წილმა 5.4 პროცენტი შეადგინა.

საგულისხმოა ისიც, რომ სესხების დოლარიზაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელში მნიშვნელოვნად შემცირდა და 1.5 პროცენტის ფარგლებშია. მიმდინარე მდგომარეობით, აღნიშნულ ორგანიზაციებში კაპიტალის ადეკვატურობა 38 პროცენტს შეადგენს, რაც, არსებული გაურკვევლობის ფონზე, მნიშვნელოვან ბუფერს წარმოადგენს. ამასთან, 2018 წელს ამოქმედებული პრუდენციული მოთხოვნების შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლიკვიდობის მაღალი ბუფერები აქვთ, რაც მათ, სტრესის არსებობის პირობეშიც კი, მომხმარებლებისათვის ფინანსური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაში დაეხმარება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ფინანსური ინსტიტუტის - მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩო შეიმუშვა და ლიცენზირების მოთხოვნები შემოიღო. მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას იმ სექტორში განახორციელებს, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. გარდა ამისა, მიკრო ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით დანახარჯები მნიშვნელოვანად ნაკლები, ხოლო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე რესურსებზე ხელმისაწვდომობა მეტი ექნება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას და, შესაბამისად, კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები