დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 142.4 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 4.1% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 142.4 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 4.1% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით

22-10-2024 10:59:00

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2023 წლის ბოლოსათვის 142.4 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.1 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. 2023 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 29.5 მილიარდი ლარია.

2023 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.6 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 44.8. 2023 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 72.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 19.9 მილიარდ ლარს.

2023 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 15.8 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 9.9 მილიარდ ლარს შეადგენს. კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2023 წლის ბოლოსათვის 70.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2023 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 18.5 მილიარდ ლარს.

2023 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 13.4 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 1.8 მილიარდი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით 114.4 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 820.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები