დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არ გამოვრიცხავ, რომ წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულოთ - მიხეილ დუნდუა

არ გამოვრიცხავ, რომ წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულოთ - მიხეილ დუნდუა

07-06-2024 10:35:00

წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა 9%, აპრილში 11,8%. აღმავალი ტრენდით შეინიშნება ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა ეს იწვევს მაჩვენებლის კორექტირებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხელ დუნდუამ, „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა.

„საბიუჯეტო დაგეგმვიდან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულოთ. თუმცა, როცა ვგეგმავთ ბიუჯეტს, ვაწარმოებთ ფისკალურ პოლიტიკას, ამ დროს უნდა ვყოთ კონსერვატიულები, ფრთხილები, წინდახედულები დაგეგმვის დროს. თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება თვეების განმავლობაში, გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ეს წელი შესაძლოა, გამორჩეული იყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და შესაძლოა ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც კი დაფიქსირდეს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში წარადგინა ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 87.7 მილიარდი ლარი იქნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები