დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არ გამოიყენოთ პიროტექნიკა, განსაკუთრებით ზოოპარკთან ახლოს - ზურაბ გურიელიძე საზოგადოებას მიმართავს

არ გამოიყენოთ პიროტექნიკა, განსაკუთრებით ზოოპარკთან ახლოს - ზურაბ გურიელიძე საზოგადოებას მიმართავს

21-12-2023 15:27:00

ზოოპარკის დირექტორი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენონ პიროტექნიკა. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. 

როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, ეს ცხოველებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც შეიძლება მათთვის მძიმე შედეგით დასრულდეს. მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზეზით ზოოპარკში 2 ცხოველი დაიღუპა.

"მოულოდნელი უცაბედი ხმაური, რომელსაც განათება სდევს თან, ცხოველებისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველი. რაც შეეხება ქცევის შეცვლას, სხვადასხვანაირია, ცხოველზე არის დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ისინი განაბულები არიან ხოლმე, დამალულები, ზოგი ცხოველი იწყებს სირბილს ვოლიერში გარკვეული მიმართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით სახიფათო ჩლიქოსნები – დიდი ზომის ცხოველები არიან, წონა საკმაოდ დიდი აქვთ და ამიტომ მათ თუ მიმართეს ასეთ აქტივობას, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ზიანდება ხოლმე ცხოველი, შეიძლება დაღუპოს კიდეც," - აღნიშნა გურიელიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები