Apple გეგმავს, რომ ხელით შრომის ავტომატიზაციის გზით, iPhone-ის საბოლოო აწყობაში ჩართული მუშახელის რაოდენობა 50%-ით შეამციროს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისთვის Apple-ის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.
შესაბამისი განკარგულება Apple-ის ოპერაციების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა საბიჰ ხანმა (Sabih Khan) ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში გამოსცა კორპორაციის მუშებსა და პოლიციას შორის კონფლიქტის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა Foxconn-ის ქარხანასთან.
Apple-ის ავტომატიზაციის მცდელობებმა უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი. წყაროების თანახმად, iPhone-ის აწყობის რამდენიმე ეტაპი წარმატებით ავტომატიზებულია, მათ შორის ადამიანის ჩარევის გარეშე ხორციელდება ლითონის შესაკრავების და მოქნილი მიკროსქემის დაფების დაყენება კომპონენტებზე. ამ პროცესმა უკვე მისცა საშუალება Apple-ს და მის პარტნიორებს შეემცირებინათ ათასობით სამუშაო ადგილი ჩინეთში.
უახლესი
13 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს14 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე ექსპორტს იწყებს