დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება - პრემიერის ანგარიში

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება - პრემიერის ანგარიში

03-06-2024 16:16:00

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 ივნისს გამოვა. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმეტში აღნიშნულია, რომ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანზიტო − ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის.

„გრძელდება მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით. 2023 წლის ივნისში, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესარჩევი პროცესის ფარგლებში, პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა 4-მა კანდიდატმა. აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია შეისწავლა შესარჩევმა კომისიამ და ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბერში, კვალიფიცირებული კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2 კანდიდატს. 2024 წლის 20 მაისისთვის, სააგენტოში კვალიფიცირებულმა ერთმა კანდიდატმა (China Communications Construction Company Limited) წარმოადგინა შესაბამისი განაცხადი/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოსა და მისი კონსულტანტების მიერ, ხოლო შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, დადგენილი წესით უახლოეს პერიოდში.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ გამოცხადდა ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერი, რომლის ფარგლებშიც, 2024 წლის 10 მაისს, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შესაბამისმა კანდიდატებმა. მიმდინარე წლის 10 მაისს, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ საჯაროდ გახსნა პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი კონვერტები/პაკეტები. ზემოაღნიშნულ ტენდერში წინადადება წარმოადგინა სამმა კომპანიამ. წინასწარი გათვლებით, ზაფხულის პერიოდში, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და შესაბამისად დაიწყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები