დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ გათვალისწინებულია თავისუფალი ეკონომიკური ზონები, იქნება ლოგისტიკური ცენტრები, ტერმინალები - მინისტრის მოადგილე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ გათვალისწინებულია თავისუფალი ეკონომიკური ზონები, იქნება ლოგისტიკური ცენტრები, ტერმინალები - მინისტრის მოადგილე

31-05-2024 21:00:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს რეგიონში დასაქმებას და თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მოსახლეობას შეუზღუდავად შეეძლებათ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოიტანს.

„ის მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეები არიან და შეუზღუდავად შეეძლებათ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მოიტანს. მხედველობაში მაქვს არა ის 300 სამუშაო ადგილი, რომელიც პირველი ფაზის განვითარების შედეგად დაასაქმებს მოსახლეობას, არამედ 1700 ადამიანი რომელიც ჩართული ლოგისტიკის და გადაზიდვების თანმდევ პროცესებში პორტის სამუშაოების მერე, ხოლო პორტის მშენებლობის პროცესში ეს ციფრი გაცილებით დიდია და 10 ათასამდე დასაქმებულს ვარაუდობს“, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზონების, ლოგისტიკურ სერვისებს განვითარებას და წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ გათვალისწინებულია თავისუფალი ეკონომიკური ზონები, იქნება ლოგისტიკური ცენტრები, ტერმინალები. ეს თავისთავად ლოგისტიკურ სერვისებს განავითარებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას“, - აცხადებს გურამ გურამივილი.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები