დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება მიმდინარეობს

03-02-2025 11:07:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება ხორციელდება. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტირება-მშენებლობის ეტაპი. ზოგადი პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებულია საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება, რაც ხორციელდება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ასაშენებელი ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით მიმდინარეობს. ტესტირებები შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია JV Jan De Nul – Prime concrete) ქვეკონტრაქტორის საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს კომპანია Jan De Nul პარტნიორებმა და კონტრაქტორებმა. 
გურამ გურამიშვილი ტალღმტეხელის 3D ვირტუალური სიმულაციის პროცესს და ამ სიმულაციის გათვალისწინებით ძირითად საპროექტო პარამეტრებს გაეცნო. ტესტირება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანია DHI განახორციელებს, რომელიც სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებსა და ტესტირებებზეა სპეციალიზებული. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მსოფლიოში მოწინავე კომპანია წარმართავს, რომელსაც 60-წლიანი გამოცდილება აქვს და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები