საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე, იოსებ ტყემალაძე 21-წლამდე საფეხურთო ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს.
„ქართული რაგბი, მთელი ქვეყანა გილოცავთ და თქვენს გვერდში ვართ ამ საამაყო გამარჯვების საზეიმოდ. თქვენ არათუ მორიგი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი მოიგეთ, არამედ აჩვენეთ მსოფლიოს რომ საქართველო განვითარების სწორ გზას ადგას და ამით კიდევ ერთი ბიძგი მიეცით ჩვენს ეკონომიკას:
სპორტული მიღწევები ქვეყანაში მწყობრი და სწორი მუშაობის გარეშე არ ხდება და თითოეული გამარჯვებაც სწორედ ამის განაცხადია. ქართული ფეხბურთიც და რაგბიც ეკონომიკის განუყოფელი ნაწილებია, ახალგაზრდები კი - მთავარი მამოძრავებელი ძალა. რამდენიმე დღეში თქვენი თანატოლები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიან, ერთად ვუგულშემატკივროთ და ვუსურვოთ მათაც გამარჯვება.” - იოსებ ტყემალაძე.
უახლესი