ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო კომპანია ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარეობს:
• კონკრეტული კვლევითი სამუშაოები, მათ შორის გეოლოგიურ-გეოტექნიკური კვლევები;
• ტერიტორიაზე ტალღმტეხელისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შეტანა;
• გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;
• კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა);
• სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;
• მოეწყო ე.წ. ,,X-block”-ის წარმოების პოლიგონი;
• დასრულებულია დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები, სადაც აქტიურად იმუშავებენ კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების თანამშრომლები/ინჟინრები. ასევე გათვალისწინებულია სამუშაო სივრცეები შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ თანამშრომლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მსხვილი ევროპული კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) შეირჩა, რომელმაც წინადადება წარმოადგინა კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს სახით.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა