დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრში „გორგია“გაიხსნა

აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრში „გორგია“გაიხსნა

11-03-2024 18:00:00

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრში „გორგია“ - Gorgia საზეიმოდ გაიხსნა. 

„იშოპინგეთ ქალაქის შუაგულში და აღმოაჩინეთ სარემონტო, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალები გორგიაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც „აქსის თაუერსის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. 

„გორგია“ ჭავჭავაძის 37მ, აქსის თაუერსის 1 სართულზე გაიხსნა. 

„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის  8 ქალაქში 14 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი  კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები