ბათუმში, ჭაჭა თაუერის ადგილას, ახალი პარკის პროექტირებას ლანდშაფტის დიზაინის წამყვანიდანიური კომპანია „MASU Planning” განახორციელებს.
ქალაქის საკრებულომ "ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობისკონცეფცია დაამტკიცა და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
MASU Planning-ის დიზაინის ფილოსოფია გულისხმობს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიცგანსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ მიერ შექმნილ ლანდშაფტებში ადგილის ხასიათის დაიდენტობის შენარჩუნებას. მათი ინოვაციური და გამოკვეთილი არქიტექტურულიგადაწყვეტილებები ეფუძნება სკანდინავიური დიზაინის ტრადიციასა და საერთო კულტურულისტორიას. მათი დიზაინი ეყრდნობა იდეებს, რომელიც მჭიდრო კავშირშია თითოეულისაპროექტო სივრცის ხასიათთან და სპეციფიკასთან.
ბათუმელებს და პარკის სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო დაველო-ბილიკები. პარკი ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში ინტეგრირდება, როგორცბათუმის ბულვარის გაგრძელება.
კომპანია MASU Planning ახორციელებს ყველა ტიპის ლანდშაფტის არქიტექტურას, ფართომასშტაბიანი დაგეგმარებიდან კონცეფციის შემუშავებამდე, სტრატეგიულ დიზაინამდე, დეტალიზაციამდე და პროექტის მართვამდე. კომპანიის ძირითადი ფოკუსია ურბანული სივრცეები, ქალაქის განვითარება, კულტურულ დაწესებულებები და საცხოვრებელი და საგანმანათლებლოგარემო ყველა ასაკის ადამიანებისთვის.
ახალი პარკის მოწყობის დასრულება 2025 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
უახლესი
7 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა