ეგვიპტურმა ავიაკომპანია Air Cairo-მ, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას საახალწლოდ გეგმავდა და ტურისტული კომპანიების მიერ 31 დეკემბრის რეისზე ბილეთები აქტიურად იყიდებოდა, ფრენები გადადო.
როგორც ირკვევა გაუქმებულია Air Cairo-ს იანვრის რეისებიც, შესაბამისად, ავიაკომპანია შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ფრენებს არც იანვრის განმავლობაში განახორციელებს.
ცნობისათვის, Air Cairo შარმ-ელ-შეიხსა და თბილისს შორის ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით გეგმავდა, თუმცა საავიაციო ხელისუფლების მხრიდან ნებართვა კვირაში 2 სიხშირეზე ჰქონდა.
Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.
Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.
უახლესი