საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.6 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.9 პროცენტით.
ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.1 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.45 და 3.46 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
უახლესი
51 წუთის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო1 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა2 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა