„აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორიელებს პესტიციდების, აგროქიმიკატებისა და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან და აშშ დან.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, „ფერტიბერიას„ სათაო ოფისში ხელი მოეწერა შეთანხმებას წყალში ხსნადი სასუქების ექსკლუზიური თანამშრომლობის უფლების შესახებ, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სტრატეგიას შესთავაზოს მეტი ევროპული ხარისხის პროდუქცია ქართველ მომხმარებლებს.
„აგროსიმა“ ამავე წლის შემოდგომიდან მომხმარებლებს შესთავაზებს ფერტიბერის წარმოების Fertibesol ხაზის უმაღლესი ხარისხის შემდეგი სახეობის სასუქებს:
„მოხარულები ვართ, რომ შევძელით ხელი მოგვეწერა ექსკლუზიურ ხელშეკრულებაზე ისეთ ესპანურ ბრენდთან როგრიცაა „ფერტიბერია“. აღნიშნული კომპანია ცნობილია, უმაღლესი ხარისხის სასუქებითა და სხვა აგროქიმიკატებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ევროპული წარმოების პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი.
წელს კომპანია „აგროსიმა“ წარმატებით ატარებს საქმიანობის მეშვიდე სეზონს. ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რათა უფრო ხელმისაწვდომი იყოს ევროპული სტანდარტის აგროქიმიკატები ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული პროდუქციის დამატების შემდეგ „აგროსიმას“ პორტფელში თავს მოიყრის 60 ზე მეტი სხვადასხვა სახეობის პესტიციდი და აგროქიმიკატი.
7 წლის განმავლობაში შევძელით და ბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ესპანური თუ იტალიური კომპანია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს გუნდს, აქვე მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს ვისაც წვლილი შეაქვს აგროსიმას განვითარებაში.” - ამბობს ,,აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia - თან ინტერვიუში.
„ფერტიბერია“ უმსხვილესი ესპანური კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს 1995 წლიდან და დღეს ევროპაში სასუქების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია და ორიენტირენულია მუდმივ განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებაზე.
Grupo Fertiberia-ს საკუთრებაშია 7 სხვადასხვა კომპანია და 16 ქარხანა, რომელებიც მდბარეობს ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში.
დღეს „ფერტიბერია“ აწარმოებს მრავალი სახეობის სასუქს, როგორც გრანულირებულ ასევე თხევად სასუქებს. „ფერტიბერიას“ აქვს საკუთარი ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომლის დახმარებითად მუდმივ კონტროლზეა სასუქების წარმოების პროცესი, რაც თავის მხრივ ერთი-ორად ზრდის პროდუქტის ხარისხს.
უახლესი