"აგროჰაბმა" ახალი მიმართულება დაამატა. როგორც Business Insider Georgia-სთან აგროჰაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა ონაშვილმა განაცხადა, მომხმარებლების მხრიდან ქეითერინგის სერვისის დამატებაზე მოთხოვნა იყო, ამ ფონზე კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და ამიერიდან მსურველებს შეუძლიათ "აგროჰაბის" ქეითერინგის სერვისითაც ისარგებლონ.
„აგროჰაბს" წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მზა საკვების მიმართულებით, მაღალი ნდობა აქვს და ბუნებრივია, მაღალი მოთხოვნა იყო. ჩვენ რეალურად ასეთ მომსახურებას საახალწლოდ ისედაც ვთავაზობდით მომხმარებელს, ანუ საახალწლო სუფრას. შესაბამისად, სულ იყო მოთხოვნა, რომ მსგავსი სერვისები შეგვეთავაზებინა, მაგალითად ბავშვის დაბადების დღეზე და ასე შემდეგ. მომხმარებელი ელოდა, როდის გაჩნდებოდა მსგავსი სერვისი "აგროჰაბში"“, - აღნიშნა ირინა ონაშვილმა.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ "აგროჰაბის" ქეითერინგი მომსახურების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, სადაც უპირატესობა ენიჭება როგორც გემოვნურ თვისებებს და ხარისხს, ასევე ვიზუალს და სერვირებას.
„გარდა იმისა, რომ რასაც "აგროჰაბის" კონცეფცია მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებს, ჩვენთან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე ქეითერინგის მიმართულებასაც. გამოცდილი შეფები ქმნიან საუცხოო პროდუქტებს ადგილზე და დამატებითი სერვისის სახით გარკვეული კერძების მომზადება შესაძლებელია იმ სივრცეშიც, სადაც კონკრეტული ღონისძიება იმართება. ასევე მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარეც. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს ლიკა კარტოზია, რომელიც გაფორმებისა და სერვირების ვირტუოზია. ის შემოქმედებითად უდგება მთელ პროცესს და საოცრებებს აკეთებს. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული და ძალიან გემრიელია. თითოეული კერძი, კანაპე იქნება თუ სხვა რამ, არის განსაკუთრებული გემოების მქონე.
გამოსაყოფია სერვირება. ამ მიზნით ჩამოტანილი გვაქვს ბოლო კოლექციის ჭურჭელი. ჩვენს შემთხვევაში მაღალ გემოვნურ თვისებებთან ერთად, ვიზუალურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აგროჰაბისეული ხარისხი ქეითერიგის მიმართულებითაც დიდი როლს თამაშობს. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ აქტიურად ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით და დაგეგმონ სხვადასხვა ღონისძიება“, - აცხადებს ირინა ონაშვილი.
პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, თითქმის რვა წელია ბაზარზეა, საკუთარი წარმოებებით და გამორჩეული კერძებით, რომლის უცვლელი ხარისხიც მომხმარებელში დიდ ნდობას იწვევს.
აგროჰაბის ქეითერინგის სერვისებშია ნებისმიერი ტიპის ღონისძიება, იქნება ეს საოჯახო შეკრება, კორპორაციული წვეულება თუ სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის საბავშვო მიმართულებით.
უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მომზადებული საავტორო კერძების მენიუ რომელიც იქმნება ქართული ტრადიციული გემოებისა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს ინდივიდუალური ან ღონისძიების შინაარსზე მორგებული მენიუ, თუმცა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია: ფურშეტის, დესერტების, საბავშვო, ყავაზე შესვენების, პერსონალური ვახშმის, საიუბილეო, საქორწინო წვეულების, კანაპეების, გრილის, სასმელების მენიუ.
აგროჰაბის ქეითერინგის სერვისი, შეკვეთის მიღებიდან- ღონისძიების დასრულებამდე ორიენტირებულია მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაზე, თითოეული დეტალის გათვალისწინებაზე და მომხმარებლების ნდობის გამართლებაზე.
აგროჰაბის ქეითერინგის გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ღონისძიების ფურშეტის გაფორმებას ექსკლუზიური და გამორჩეული ინვენტარით, უმაღლესი ხარისხის სერვირებით, 18/10 სერტიფიკატის მქონე ხელსაწყოებით, გასტრონომიული ავეჯითა და ტექსტილით. აგროჰაბის ISO2200 სერტიფიცირების საწარმოდან თქვენი ღონისძიებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ტრანსპორტირება ხდება სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის ავტომანქანებით.
თითოეულ ღონისძიებას ემსახურება პროფესიონალი სერვის-მენეჯერებითა და შეფ მზარეულებითდაკომპლექტებული გამორჩეული გამოცდილების მქონე გუნდი.
ასე რომ თუ განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილების მიღება გსურთ, თქვენს სახლებში, სამუშაო სივრცეებსა თუ დიდ ღონისძიებებზე, აგროჰაბის ქეიტერინგი საუკეთესო შესაძლებლობაა.
უახლესი
14 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად