გვინდა ვაწარმოოთ მზისგან დამცავი ბადეები, ასევე ბადეები კარტოფილისა და ხახვის შესაფუთად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა.
„ბადეები რომლის წარმოებასაც ვგეგმავთ, მცენარეებს მზისგან 18%-ით იცავენ, ასევე იცავენ მწერებისგან, ჩიტებისგან, ქარისგან და მთლიანობაში ნაყოფის წარმადობა იზრდება. ასევე ბაზარზე არის მოთხოვნა კარტოფილისა და ხახვის შესაფუთ ბადეებზე“, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე.
მისივე თქმით ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიციის მოცულობა $400-$500 ათასია.
„პროექტისთვის ვეძებთ ინვესტიციას. ამ დროისთვის საწარმო 24 საათის განმავლობაში მუშაობს და 35 ადამიანია დასაქმებული. თუ ამ ორი საწარმოო ხაზის განვითარებას შევძლებთ, სიმძლავრე გაიზრდება და 70 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ქარელის რაიონის სოფელ რუისში 6 თვის წინ გახსნილი საწარმო „აგრობადე“, ერთად-ერთია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ბადის წარმადობა დღე-ღამეში 10 ათასი კვადრატულ/მეტრს შეადგენს.
უახლესი
2 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა2 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება