დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადამიანს ფულს რომ უხდი არ ნიშნავს რომ შენი მონაა - CARU-ს დამფუძნებელი

ადამიანს ფულს რომ უხდი არ ნიშნავს რომ შენი მონაა - CARU-ს დამფუძნებელი

04-12-2023 11:48:34

კომპანია CARU-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი ნიკა აბაშიძე Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ „ადამიანს ფულს რომ უხდი არ ნიშნავს რომ შენი მონაა“.

კომპანია CARU-ს დამფუძნებელი თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ მომხმარებლების მხრიდან უხეში დამოკიდებულება და შეურაცხყოფა არ მოითმინონ.

„რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ კლიენტი გეუზრდელებოდათ და თქვენ ითმენდით. ერთი რამ მინდა იცოდეთ ყველამ, ეს არ არის მონა.ჯი, ეს არის CARU.GE. ვინმეს კლიენტი შეურაცხყოფას მოგაყენებთ, ეგრევე წყვეტთ მუშაობას იმ მანქანაზე. ბოლტს რომ უშვებდე, ნახევრად მოშვებულს ტოვებ და რეკავ ბაჩოსთან. არცერთ კლიენტს არ მისცეთ საშუალება, რომ გაგლანძღოთ და შეურაცხყოფა მოგაყენოთ. არ იფიქროთ, რომ ჩვენგან ვინმე გეტყვით რატომ არ მოითმინეო. არავითარ შემთხვევაში!

თქვენ თუ თქვენი თავი არ დაიფასეთ, უზრდელია ზოგი და გადაგივლით თავზე. თქვენ რომ ის თავზე გადაგივლით დაგიგროვდებათ აგრესია ჩემს მიმართაც, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იფიქრებთ, რომ იმიტომ მოვითმინე, რომ საყვედური არ ეთქვა. გარანტიას გაძლევთ, რომ მაგაზე საყვედურს არ გეტყვით არავინ და ეგ აგრესია, მერე გამოიხატება იმაში, რომ სხვა წესიერ კლიენტს მოემსახურებით ცუდად“, - აცხადებს ნიკა აბაშიძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები