საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, ტარიელ გიორგაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა, ედნარ ბოლქვაძემ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები. ღონისძიებები დიალოგის, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც აჭარის მთავრობისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მხარდაჭერით გაიმართა.
აჭარის რეგიონში გამართული ღონისძიებების მიზანი იყო მოქალაქეების და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის მაქსიმალური ინფორმირება, დიალოგის ფორმატში არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვა, კონკურენციის კანონმდებლობის და მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთან მიმართვის მექანიზმების გაცნობა.
ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ქ. ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის სწავლობს. თემა ეხება - 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას.
უახლესი