დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლები „მაგნოლია 2023“-ზე გამოვლინდება

აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლები „მაგნოლია 2023“-ზე გამოვლინდება

18-10-2023 15:35:59

წელს, „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონია ბათუმში ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს გაიმართება. გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ. დღეიდან რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ონლაინ ვებგვერდზე https://serviceajara.ge/ ხმის მიცემით შეუძლია შეაფასოს. გარდა ონლაინ გამოკითხვისა  გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოიყენება ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები.

„მაგნოლია 2023“-ზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 14  ნომინაციაში  გამოვლინდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები