აჭარას კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატა. 2 თვეა რაც მინი-სასტუმრო Panorama Batumgora გაიხსნა, რომელიც ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 3 კმ-ში, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კმ-ში მდებარეობს.
Panorama Batumgora 3 კოტეჯს აერთიანებს. კოტეჯები განლაგებულია ბათუმ გორაზე, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამული ხედი იშლება ქალაქზე, მთებსა და ზღვაზე, ახლოს გადის ცნობილი ბათუმის საბაგირო გზა.
ელეგანტური კოტეჯები 2, 4 და 6 ადამიანზეა გათვლილი. ფასი კი 250 ლარიდან იწყება.
როგორც Panorama Batumgora -ს მეპატრონე ირაკლი ცინცაძე აცხადებს, ტურისტული ობიექტი უკვე booking.com-ზეცაა წარმოდგენილი.
„ჯავშნები ძალიან ცოტაა. არსებული კი ძირითადად უცხოელების მხრიდანაა. ლიდერობენ არაბული ქვეყნებიდან“, აცხადებს ცინცაძე.
Panorama Batumgora-ს მეპატრონის თქმით, ჯავშნების ნაწილი booking.com-ს მეშვეობით, ხოლო ნაწილი პირადი კონტაქტების და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე მიიღეს.
უახლესი