112-ის კავშირის წერტილების ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელითა და რადიოსარელეო ხაზით მომსახურებისთვის 9`707`040 ლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესაძენად შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის ფარგლებშიც წინადადებების მიღების ვადა 23 ოქტომბერს იწურება.
სატენდერო პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამორიგეო პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება. ასევე მიმწოდებელმა არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა უნდა უზრუნველყოს სასერვერო ოთახის მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (შემსყიდველის სარგებლობაში არსებული სერვერებისთვის). საჭიროების შემთხვევაში მომსახურეობის დაწყებამდე მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართიდან სასერვერო აპარატურის მიმწოდებლის მიერ მოწყობილ სასერვერო ოთახში გადატანა და სრულად ექსპლუატაციაში გაშვება.
წერტილების ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელითა და რადიოსარელეო ხაზით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად 2024 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე სატენდერო პირობების მიხედვით, გარკვეული წერტილების ჩართვა ეტაპობრივად 2024 წლის 1-ელი იანვრიდან და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა განხორციელდეს.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება