მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქმიანობის უკეთ წარმართვა, შეცდომების მინიუმამდე დაყვანა და რესურსების დაზოგვა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნეს მომხმარებლებს ერთდროულად მოუმზადეს სპეციალური შეთავაზებები, რომელთა მიზანი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა და პროცესების ოპტიმიზაციაა. ეს შეთავაზებები საერთაშორისოდ ცნობილ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ვრცელდება და სხვადასხვა სახის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გაიმარტივოს პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა.
შეთავაზება მოიცავს ფასდაკლებებს, ქეშბექსა და უფასო მომსახურებას ისეთი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორებიცაა Google, Adobe და სხვები. სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათის ფლობა, ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ ბარათი, მის შეკვეთას პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში შეძლებთ.
Mastercard-ის შეთავაზებების სრული სიის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, ბიზნეს მობილბანკში და ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების სივრცეში.
ქვემოთ კი წარმოგიდგენთ შეთავაზებას 5 პლატფორმაზე, რომელთა დახმარებით ბიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება:
1. Microsoft 365 Business
თუ გსურთ, რომ ერთდროულად გააუმჯობესოთ თქვენი შიდა სამუშაო გარემო, გაამარტივოთ რუტინული პროცესები და გაზარდოთ პროდუქტიულობა, მაშინ ეს შეთავაზება თქვენთვისაა. საოფისე პროგრამების მიმართულებით Microsoft გლობალური ლიდერია, რომელიც ყველა იმ საჭირო ხელსაწყოს აერთიანებს, რაც პროდუქტის შექმნისა თუ სერვისის მომხმარებელთან მიწოდების ეფექტიანობას ერთიორად ზრდის.
ამ სერვისების ნაკრები კი შეთავაზების ფარგლებში წელიწადში მხოლოდ 66 დოლარადაა ხელმისაწვდომი, ნაცვლად $72-ისა. Microsoft 365 Business Basic მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneDrive, SharePoint და Teams.
2. Harvard Business Review
ბიზნესთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უახლეს ინფორმაციაზე წვდომა გჭირდებათ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა Harvard Business Review. პლატფორმა აერთიანებს უახლეს კვლევებს, სტატიებს და მონაცემებს ბიზნესის, მენეჯმენტის, ფინანსების, ინვესტირების და ლიდერობის სტრატეგიების შესახებ. საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას HBR-ის სერვისზე 15%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ.
3. Adobe Acrobat Pro
ბიზნესის წარმოება დოკუმენტებთან მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია, PDF ფაილების დამუშავების და რედაქტირების კუთხით კი Adobe Acrobat Pro უალტერნატივო სერვისია, რომელიც, შეთავაზების ფარგლებში, 13%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი.
4. Pixlr Premium
Pixlr Premium-ის პლატფორმა ფოტომასალის რედაქტირების, დამუშავების და გაუმჯობესების საშუალებას გაძლევთ. მისი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ ბანერების, პოსტების, სთორების და სხვა სახის კონტენტის მომზადება, რომელიც სოციალურ მედიაში სათანადო რეპრეზენტაციისთვის დაგჭირდებათ. პლატფორმა აღჭურვილია AI-ასისტენტით და ის სიმარტივეზეა ორიენტირებული, განსხვავებით სხვა პლატფორმებისა, რომლებიც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვენ.
5. Google Workspace
Google-ის ეს პროდუქტი აერთიანებს ისეთ საჭირო სერვისებს, როგორიცაა: Gmail, Drive, Docs, Sheets, Forms, Chat და Calendar. თანამედროვე სამყაროში ზემოხსენებული სერვისების გარეშე ბიზნესის ოპერირება რთულად წარმოსადგენია, რადგან Google-ით მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას, ფაილების გაზიარება, შეტყობინებების გაგზავნა და მონაცემების დამუშავება ეფექტიანადაა შესაძლებელი. საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას Workspace-ის საწყისი ყოველთვიური ტარიფი 4.99 დოლარი იქნება.
ცხადია, საქართველოს ბანკის და Mastercard-ის მომხმარებლები მხოლოდ ამ 5 შეთავაზებას არ მიიღებენ, რეალური სია გაცილებით უფრო ვრცელია და ის მუდამ იზრდება, ამიტომ თვალი აქტიურად უნდა ადევნოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებების სივრცეში გამოჩენილ სიახლეებს.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნეს Mastercard ბარათი.
უახლესი